06/11/2024
16:42
პოლიტიკა
ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი, პირველ რიგში, გონებაში არის გამარჯვება მოსაპოვებელი, თავდაჯერებულობა არავინ დაკარგოს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოსთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, მთავარია ყოველდღიური შრომა.
„რა უნდა ვქნათ? მთავარი ყოველდღიური, რუტინული შრომაa. მესმის, რომ მთელმა საქართველომ თუ არა, სულ მცირე, ნახევარმა საქართველომ, პრაქტიკულად, გაათენა ცნობისმოყვარეობის გამო, თვალყურს ადევნებდა აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს და, მიუხედავად ამისა, თქვენ აქ მოხვედით. ყოველდღე უნდა ვაკეთოთ ეს და გამარჯვება იქნება გარდაუვალი. როგორც ახლა ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ და ვხედავთ, ისე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ერთადერთი გამოსავალი დარჩა – იქნებ შეგვცივდეს, დავიღალოთ. არა, კონკრეტულ პერიოდში, უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი, რუსთაველის გამზირის ჩათვლით.
ჩვენ ერთმანეთს მივეცით პირობა, რადგან ამის უკან დგას არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, არამედ ადამიანურ-მორალური ვალდებულება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საკუთარი შვილები არ გავზარდოთ, რადგან ეს არის დეგრადაციის გზა, რომელზეც უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა, მათმა შვილებმაც კი. ამიტომ, თქვენი მეშვეობით, გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ჩვენ არ ვართ დამარცხებული, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ყოველდღე ერთმანეთს ეს უნდა ვუთხრათ, მაგრამ, პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში. პირველ რიგში, გონებაში არის გამარჯვება მოსაპოვებელი. თავდაჯერებულობა არავინ დაკარგოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0