18/10/2024
14:40
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნატო-ში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით თანხმობა არ არის.
ევროპაში ჯო ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს აქტიური საუბარი ზელენსკის მიერ წარმოდგენილი გეგმის სხვადასხვა ელემენტებზე.
„საკითხი ეხება ტაქტიკას, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ეს გზა და როგორ მივიღოთ კონსენსუსი მომდევნო ნაბიჯებზე. ჩვენ გვინდა – შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი აზრი ისაა, რომ ჩვენ გვინდა, უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში ჩავაყენოთ. ჩვენ გვინდა, რომ მან გაიმარჯვოს ამ ომში. და ჩვენ უნდა მივცეთ მას ის შესაძლებლობები, რაც სჭირდება ამისათვის. მაგრამ ჩვენ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად“, – განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
0
0