20/10/2024
16:29
მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერი კონოლი არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის წინადადებას ომის შემდეგ ევროპაში აშშ-ის ჯარების უკრაინული შეიარაღებული ძალებით შეცვლის შესახებ და მას შეუსაბამოს და მავნეს უწოდებს.
დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ზელენსკის მხრიდან ეს კეთიშლობილური წინადადებაა.
„ვფიქრობ, ახლა შეუსაბამო წინადადებაა. ეს გამოიყურება, როგორც დონალდ ტრამპისთვის გაკეთებული ჩაწოდება, იმ შემთხვევაში, თუ ის არჩევნებში მოიგებს. ჩვენ, ვინც აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის ვიბრძვით, ამის მოსმენა არ გვჭირდება. აშშ ევროპაში უნდა იყოს“, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
მისი თქმით, ამ წინადადებას ვინმე თუ მიესალმება, პირველ რიგში, ვლადიმერ პუტინი.
„ჩვენ ვართ კონტრმოქმედების საშუალება და იქ ჩვენი ფიზიკური ყოფნა, პარტნიორებს ამშვიდებს. იდეას, რომ ჩვენ სრულად გავდივართ ევროპიდან, უკრაინელები კი დიდსულოვნად გვცვლიან, განვიხილავ როგორც კეთილშობილურ შეთავაზებას, მაგრამ თავად იდეა არ არის პროდუქტიული. ამავდროულად, ის საზიანოა“, – განაცხადა კონგრესმენმა.
0
0