27/11/2022
13:47
სამხედრო
ნატო-ს წევრი 30 ქვეყნიდან 20-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების რესურსი ამოწურა, თუმცა დანარჩენ 10 ქვეყანას მეტის მიწოდება შეუძლია, - ამის შესახებ The New York Times-ი ნატო-ს ერთ-ერთ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ნატო-მ უკრაინას უკვე 40 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების იარაღი გადასცა. ეს მონაცემი საფრანგეთის თავდაცვის წლიურ ბიუჯეტს შეესაბამება.
ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე იარაღსა და საბრძოლო მასალას უპრეცედენტო ტემპით ხარჯავს, დასავლეთი ამისთვის მზად არ იყო.
მისივე თქმით, მიუხედავად რესურსების ნაკლებობისა, ნატო-ს 10 ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, გერმანიას, იტალიასა და ნიდერლანდებს, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღის მიწოდება კვლავ შეუძლია.
0
0