NATO ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ძალებს განალაგებს
25/02/2022
21:57
ომი უკრაინაში
A-
+A
NATO ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ძალებს განალაგებს. ამის შესახებ ახალ განცხადებაშია საუბარი, სადაც NATO რუსეთის ომს გმობს და უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
"სამყარო როგორც რუსეთს, ასევე, ბელარუსს პასუხს აგებინებს მათი ქმედებებისთვის. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს უპირობოდ დაგმოს ეს უგუნური თავდასხმა. რუსეთის ხელისუფლების ტყუილებმა არავინ უნდა გაასულელოს.
ამ კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთმა უარყო დიპლომატიის გზა და დიალოგი, რომელსაც NATO და მოკავშირეები განუწყვეტლივ სთავაზობდნენ. არსებითად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, გაეროს დებულება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ალიანსის თქმით, პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება საშინელი სტრატეგიული შეცდომაა, რომლისთვისაც რუსეთი მძიმე საფასურს გადაიხდის — როგორც პოლიტიკურს, ასევე, პრაქტიკულს.
0
0
319
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%