21/08/2024
15:25
სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში იყო დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, "ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა".
"ნათია მეზვრიშვილი მისი განცხადების საფუძველზე დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად თბილისის პროკურატურაში გასაუბრებაზე იქნა დაბარებული. მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე. ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა", - განაცხადეს პროკურატურაში.
ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური თავდასხმები მიჰყვა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024