06/11/2024
12:46
სამართალი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ცირკი და ყალბი გამოძიება.
„ეს არის ყალბი გამოძიება, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს და ივანიშვილის კარნახით. შესაბამისად, ამ გამოძიების მიმართ არავითარი ნდობა არ გამაჩნია. მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელით დავიცვათ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს. რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულებები მოვიტანე. ამ მტკიცებულებების შესახებ ხელისუფლებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ალბათ, ამ სხდომამდე და სხდომის შემდეგაც ეს ადამიანები დაიწყებენ მასშტაბურ პროპაგანდას, თითქოს როგორ არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ მოვიტანე ზუსტად ის მტკიცებულებები, რასაც საზოგადოებას ძალიან ბევრი თვის განმავლობაში ვუზიარებ, ამ ყველაფერს ვასაჯაროებ, ეს ყველაფერი მიტანილი გვაქვს დამკვირვებლებთან და ამას ვაპირებთ აქაც. ჩვენება იწერება და როდესაც დადგება ნამდვილი გამოძიების ჩატარების დრო, ეს ჩვენება, რომელსაც მივცემ, დარჩება და ნამდვილ გამოძიებას გადაეცემა. მერე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ცესკო-ს თავმჯდომარე, ვერც პროკურატურა, რომელიც მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ხელს უწყობს და ეხმარება ცესკოს. ასევე, ვერცერთი ის უწყება და თანამდებობის პირი, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ. ანომალიაა ის, რაც ახლა ხდება. ის მუხლი, რა მუხლითაც მე ახლა აქ ვარ გამოცხადებული, მე ვიყავი ერთ-ერთი ის, რომელიც ამ მუხლის დაწერაში მონაწილეობდა და ჩვენ ეს მუხლი ამისთვის არ დაგვიწერია. სასამართლოში დაკითხვის მუხლი არ დაგვიწერია ამ ცირკისთვის, რასაც ახლა სამწუხაროდ, ის უწყება, სადაც 11 წელი ვმუშაობდი, აქ აწყობს და ვითომ გამოძიებას ატარებენ",-განაცხადა მეზვრიშვილმა.
0
0