"ნაპოლი" "კვარას" პასუხით იმედგაცრუებულია... რა თანხას ითხოვს ჯუღელი? - იტალიური მედია კვარაცხელიაზე წერს
07/10/2024
14:29
სპორტი
A-
+A
"ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" "კვარას" კონტრაქტის 2028 წლამდე გაფორმებას და ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს სთავაზობდა.
გამოცემის ინფორმაციით, ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა აღნიშნული წინადადება იუარა და ფეხბურთელის მხარე დე ლაურენტისისგან 8 მილიონ ევროს ითხოვს, რამაც კინოპროდიუსერის იმედგაცრუება გამოიწვია.
ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ქართველი ფეხბურთელის მოთხოვნას დე ლაურენტისი.
შეგახსენებთ, "კვარას" "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
0
0
214
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%