08/12/2021
16:52
მსოფლიო
3 დეკემბერს, ლოტი ანონიმურმა მყიდველმა 2,9 მილიონ დოლარად ტელეფონით შეიძინა.
ნაპოლეონის საბრძოლო იარაღები თავდაპირველად 1,5-დან 3,5 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული. აუქციონერების თქმით, საზეიმო დაშნა კოლექციაში „სამეფო ძვირფასეულობას“ წარმოადგენდა.
დაშნა და პისტოლეტები ვერსალის სახელმწიფო იარაღის ქარხანაში ნიკოლა-ნოელ ბუტემ დაამზადა, რომელიც ქარხნის დირექტორი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, იმპერატორად კურთხევის შემდეგ, ნაპოლეონმა ხმალი გენერალ ჟან-ანდოშ ჟუნოს აჩუქა, მაგრამ, მოგვიანებით გენერლის ცოლი იძულებული გახდა, იარაღი ვალების დასაფარად გაეყიდა. მას შემდეგ, იარაღი ლონდონის მუზეუმში განთავსდა. ამერიკელი კოლექციონერი კი მისი ბოლო მფლობელი გახდა, მაგრამ მამაკაცი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ლოტი კვლავ აუქციონზე გაიტანეს.
0
0