05/11/2021
16:32
საზოგადოება
„14 წელი გავიდა იმ 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა და მისმა ავტორიტარულმა რეჟიმმა პარლამენტის წინ დაარბია მოშიმშილეები. დაზარალებული ჯგუფების წარმომადგენლები 7 ნოემბერს 17:00 საათზე გეგმავენ ამ დღის აღნიშვნას“, - ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ დღეს, ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებს და საზოგადოებას სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენებს. „ჩვენი ორგანიზაცია უერთდება 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას და კიდევ ერთხელ შევახსენებთ როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ისე იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს საშინელი დარბევა მოაწყო 14 წლის, რომ ეს არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რეჟიმი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა“, - აღნიშნა კაკაბაძემ.
0
0