27/07/2023
11:19
კულტურა
80 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ცნობილი მხატვრის ვასილი კანდინსკის ნახატი "ფერადი ცხოვრება" ("Das Bunte Leben") ჩამოართვეს. ახლა სამართლიანობა აღდგება. ბავარიის მიწის ბანკმა (Bayerische Landesbank) გადაწყვიტა, ნახატი გადასცეს ლევენშტეინის ოჯახის მემკვიდრეებს, რომლებიც ადრე ხელოვნების ნიმუშს ფლობდნენ, განაცხადა ბანკის სპიკერმა ამ კვირის დასაწყისში.
1907 წელს დახატული ნახატი "ფერადი ცხოვრება" კანდინსკის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევრად მიიჩნევა. მეუღლეებმა ჰედვიგმა და ემანუელ-ალბერტ ლოვენშტეინმა, რომლებიც ამსტერდამში ცხოვრობდნენ, მას კოლექციაში 1927 წლიდან ინახავდნენ და გამოფენისთვის Stedelijkmuseum ხელოვნების მუზეუმს ქირაობდნენ. ვერმახტის მიერ ნიდერლანდების ოკუპაციის შემდეგ, ნახატი ნაცისტებმა მუზეუმიდან 1940 წელს ამოიღეს და აუქციონზე გაყიდეს. 1972 წელს იგი შეიძინა Bayerische Landesbank-მა, რომელმაც, თავის მხრივ, ნახატი მიუნხენის საქალაქო გალერეას (Städtische Galerie im Lenbachhaus) გრძელვადიანი იჯარით გადასცა.
ივლისის შუა რიცხვებში, ბავარიის შტატის პარლამენტმა, ერთხმად დაამტკიცა, რომ ნახატი ნამდვილი მფლობელების მემკვიდრეებს უნდა დაუბრუნდეს. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია ბავარიულ ბანკს, მაგრამ იმავე დასკვნამდე მივიდა. ბანკის ცნობით, რესტიტუციის დეტალები ჯერ დადგენილი არ არის.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024