22/08/2023
15:20
კულტურა
უნდა შეიქმნას თუ არა შოვის სტიქიის შესასწავლად საგამოძიებო კომისია პარლამენტში - ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიაში "საქართველოსთვის" მიიჩნევენ, რომ კომისიის საკითხის აქტუალიზება არასწორია და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს რაჭის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
"ამ ეტაპზე ჩვენ არ ვემხრობით საგამოძიებო კომისიის საკითხის აქტუალიზაციას, დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ჯერჯერობით "ნაციონალური მოძრაობა" ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს შოვის ტრაგედიას. ყველა ქმედება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელიც ამ ხელისუფლებას მისცემს სივრცეს საკუთარი პროპაგანადის საშუალებით, მეტად პოლიტიკური ელფერი მისცეს შოვის ტრაგედიას, ამ მორალურ პასუხისმგებლობას შეამცირებს და ეს უფრო გაზრდის "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევის საშუალებას," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.
განსხვავებულია სხვა ოპოზიციური პარტიების აზრი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ ნებისმიერი დისკუსია და დებატები, ამ საქმეს დაეხმარება. თუმცა ასევე რაქვიაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
0
0