14/10/2024
12:24
მსოფლიო
“ჯერ ნაადრევია, დავასახელოთ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ლიტვის მომდევნო მთავრობას,“ - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ. როგორც ცნობილია, მისი პარტია ოპოზიციური სოციალ-დემოკრატების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
„27 ოქტომბერს, მეორე ტურის შედეგები წარმოაჩენს, რომელ პარტიებს შეუძლია მომდევნო კოალიციის შექმნა. ძალიან ნაადრევია, რომ დავასახელოთ, თუ რომელი პარტია იქნება ინიციატორი კოალიციის შესაქმნელად. ეს შეიძლება იყოს სოციალ-დემოკრატები (ან) „სამშობლოს კავშირი““, - განუცხადა შიმონიტემ ჟურნალისტებს.
მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატების ლიდერის, ვილია ბლინკევიჩიუტეს განცხადებით კი, ის, არჩევნების შემდეგ, ორ სხვა პარტიასთან ერთად, შეეცდება შექმნას უმრავლესობისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა.
0
0