05/11/2024
16:56
პოლიტიკა
რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.
„სინამდვილეში, საუბარია არჩევანზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სიცრუეა.
„ეს არის აშკარა ტყუილი. ამერიკელები ცდილობენ მოგვაწერონ ის, რასაც თავად აკეთებენ. როგორც ამბობენ, ქურდს ქუდი ეწვის“, - აღნიშნა ლავროვმა.
0
0