02/12/2021
13:52
პოლიტიკა
სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის მოისმინოს ყველას პრეტენზია, ასევე, იკამათოს ყველა მათგანთან, თუმცა ამ სასამართლოში სიმართლის მტკიცებას აზრი არ აქვს.
„ახლა ვიმყოფები ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს გთხოვთ გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ. ახლა ვუყურებ ინგა გრიგოლიას, მინდა ვთქვა რომ მან ისაუბრა 7 ნოემბერზე. მან აღნიშნა, რომ როდესაც პოლიცია შევიდა და სტრესი განიცადა მოხვდა კლინიკაში. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ, მთავრობის სახლში დიდი ვრცელი ინტერვიუ მივეცი ინგას, ძალიან განვიცდიდი იმას რომ მას ასეთი სტრესი მიადგა, თუმცა ამ დროს მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მქონდა: ძალიან მწვავე ანთება, მაღალი სიცხე ინტერვიუს მიცემის დროს ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრამვისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზედაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე.
ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ მისი ხარჯებით შეტანილია და ბოტოქსი ჰქვია იმასაც, ის რამდენიმე დღე ცდილობდა ჩემს განკურნებას. ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად მიიჩნევთ, ვინც მიიჩნევთ რომ ჩემი აღიარება შეცდომების დაშვების საკმარისია, მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, ამ სასამართლოში აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას. სადაც მტყუანი ვიქნები დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისის და გაწმენდის პროცესი. ბოდიშს არავისგან არ ვითხოვ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0