08/11/2024
12:34
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი მზადაა აშშ-ის ახლადარჩეულ რესპუბლიკელ პრეზიდენტთან დიალოგისთვის. არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ გავრცელებულ პირველ საჯარო მიმართვაში, პუტინმა მისი გამბედაობა დადებითად შეაფასა.
„14 ივლისს, პენსილვანიის შტატში მიმდინარე კამპანიის დროს, როდესაც [ტრამპის] მკვლელობა სცადეს, ჩემი აზრით, ის, როგორც ნამდვილი მამაკაცი, ძალიან სწორად - გაბედულად მოიქცა“, - თქვა პუტინმა შავიზღვისპირეთის კურორტ სოჭში, ვალდაის სადისკუსიო კლუბში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ტრამპთან დიალოგის დაწყებას, რუსეთის ლიდერმა უპასუხა: „მზად ვარ“:
„ჩემი აზრით, მინიმუმ, ყურადღებას იმსახურებს ტრამპის კომენტარები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილს ეხება, რაც ასევე უკრაინის კრიზისის დასრულებას ითვალისწინებს“.
რაც შეეხება ტრამპის მეორე ადმინისტრაციისგან მოლოდინებს, პუტინმა თქვა: „არ ვიცი, ახლა რა მოხდება. წარმოდგენა არ მაქვს.”
„მისთვის ეს ჯერ კიდევ ბოლო საპრეზიდენტო ვადაა. რას გააკეთებს, თავისი საქმეა“, - განაცხადა პუტინმა.
0
0