24/02/2022
15:16
მსოფლიო
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახსნა თუ რა არის რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტები. რუსეთის ფედერაციის, ასევე, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება იყო მიღებული. ამასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩათრეულები, ანუ საუბარია გარე ძალებზე. ერთ-ერთ ასეთ გარე ძალას საქართველო წარმოადგენს“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ქმნის ოპერატიულ შტაბს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
ბიბილოვის თანახმად, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ ბრძანებების შესასრულებლად“.
„თავდაცვის სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი ყაზარმულ მდგომარეობაზე უნდა იყოს და რუსულ სამხედრო ბაზასთან სრული კოორდინაცია მოხდეს. დავალება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროზეც ვრცელდება. ჩვენი ქვედანაყოფები ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები და მზად არიან იმ ბრძანებების შესასრულებლად, რასაც რესპუბლიკის ხელისუფლებისგან მიიღებენ“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.
0
0