28/09/2024
14:16
სპორტი
საქართველოში 1:4 დამარცხებულმა ჩეხეთის ნაკრებმა პრაღაში ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინას 3:2 მოუგო. ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელებმა პაველ ვრბამ (2014–2016) და კარელ იაროლიმმა (2016—2018) მათი მემკვიდრის, ივან ჰაშეკის საქმიანობა შეაფასეს და თანხმდებიან, რომ ჩეხური ფეხბურთის პრობლემები უფრო ღრმაა და ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება.
პაველ ვრბა: „სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვყავს ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც ახლო წარსულში ტოპ კლუბებში თამაშობდნენ – პობორჟსკი, როსიცკი, ბაროშსი, კოლერი, ნედვედი და სხვები. ისინი იყვნენ ლიდერები და პიროვნებები და დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობდნენ.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელში დიდი პლუსია, როდესაც ფეხბურთელები ტოპ კლუბებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შემდეგ მათ ეს ატმოსფერო ეროვნულ გუნდში მოაქვთ. ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ივან ჰაშეკს კი ამაში აშკარად არ გაუმართლა. დღეს მას დიდი მასშტაბის ვარსკვლავები არ ჰყავს, რაც საქმეს ძალიან ურთულებს. საქართველოში კი ეს შეძლეს და მათი ნაკრების წარმატება ამის შედეგია.
ეს რეალობაა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ასეთი ფეხბურთელები როგორ აღვზარდოთ. ნაკრებში ტიპური ფლეიმეიკერი არ არის. საკითხავია, რატომ არ ვართ წარმატებულები. ჩვენ ყურადღება ბავშვთა მწვრთნელებზე უნდა გავამახვილოთ. თუ შეგვეძლო მათი აღზრდა მაშინ, როცა ეს პირობები გაცილებით უარესი იყო, არ ვიცი, ახლა რატომ არ შეიძლება ასე იყოს“.
კარელ იაროლიმი: „საქართველოში დიდი ანგარიშით დამარცხებას თუ არ ჩავთვლით, ცნობილია, რომ ჩვენი ნაკრები მებრძოლი გუნდია. ალბათ, ეს სტილი დიდხანს არ შეიცვლება. ასე იყო ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩში და ახლა უკრაინასთან, მაგრამ არ ვიცი, ასეთი ფეხბურთი წარმატებისთვის საკმარისი იქნება თუ არა.
მატჩების უმეტესობას სამი სტოპერით ვთამაშობდით, რაც, ვფიქრობ, არც ისე კარგად გამოგვივიდა, რადგან მოწინააღმდეგემ ასეთ დაცვაში ბევრი მომენტები შექმნა. ამავე დროს, ჩვენ მწვავე შეტევებით არ გამოვირჩეოდით, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ ვიპოვით სწორ სისტემას, რომელიც გამართულად იმუშავებს“.
0
0