11/10/2021
12:45
პოლიტიკა
მისივე თქმით, ამ საკითხებით უტრირება არ ღირს, რადგან საზოგადოება იზაფრება.
„მიხეილ სააკაშვილს შიგნით პროტესტი აქვს, რადგან მან უსმინა ყველაფერს, რაც ჩვენი და სხვა არხების ეთერში გადიოდა და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე დღეს განცხადება გაავრცელა. ის ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის პირადი მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც მისი უფლებების ძალიან მძიმე დარღვევას წარმოადგენს. მინდა ყველა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილური და ძალიან ნორმალურია. ცვლილებები კომუნიკაციის დროს ჩვენ ნამდვილად არ შეგვინიშნავს. როგორც პირველად ვნახე შიმშილობის დაწყების შემდეგ, ზუსტად იგივენაირად დამხვდა.
ის ძალიან მხნედ გამოიყურება, ცოცხალია და სიკვდილს ნამდვილად არ აპირებს. ის ელოდება თავისუფლებას, რომლიც მომტან ძირითად საშუალებად მას არჩევნებში გამარჯვება მიაჩნია. მან საკუთარ მომხრეებს შემოუთვალა, რომ თუ მასზე ზრუნვა სურთ, ეს არ არის წინასწარ გლოვა, არამედ არის არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა, რაც დამოკიდებული იქნება მისი მომხრეების მონდომებაზე, ენერგიულობასა და ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0