15/09/2022
16:12
კულტურა
ძლიერ მწერლებს შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ხალხის დაფიქრება და ბიძგის მიცემა. სწორედ ამ მიზეზის გამო, მათ ხშირად სდევნიდნენ სახელმწიფოები, რეჟიმები და გარკვეულ შემთხვევებში, საზოგადოებაც კი. ბოლო რამდენიმე საუკუნის გამავლობაში, როდესაც განვითარდა სტამბა, დაიწყო გაზეთების ბეჭდვა, ხოლო, საზოგადოებამ წერა-კითხვა ისწავლა, მრავალი მწერალი გახდა დიქტატურისა და ხალხის მსხვერპლი.
- ანა პოლიტკოვკსაია - „პუტინის რუსეთი“
ანა პოლიტკოვსკაია იყო მწერალი და ჟურნალისტი. ის ღიად აკრიტიკებდა პუტინის რეჟიმს და მრავალი პუბლიკაცია, ნაწარმოები მიუძღვნა ამ თემას. მან არაერთი წიგნი დაწერა ჩეჩნეთის ომზე და რუსული იმპერიალიზმის მკაცრი კრიტიკით მსოფლიოში აღიარებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, როგორც დიქტატორულ სახელმწიფოებს სჩვევიათ ხოლმე, მწერალი უბრალოდ მოკლეს. მისი მკვლელობა მრავალჯერ სცადეს და საბოლოოდ 2006 წელს, პუტინის დაბადების დღეზე, ის ლიფტში დახვრეტილი იპოვეს, რამაც მსოფლიოს აღშფოთება და მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ 2004 წელს, როდესაც ანა პოლიტკოვსკაია ბესლანში მიდიოდა, რათა ჩეჩნებთან მოლაპარაკებაში მიეღო მონაწილეობა, ის მოწამლეს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის მოწამლული იყო საბჭოთა საიდუმლო სამსახურებისათვის სპეციალურად შექმნილი საწამლავით.
მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „პუტინის რუსეთი“
2. ჰუგო ბეტაური - „ქალაქი ებრაელების გარეშე“
1920-იან წლებში ანტისემიტიზმის პოპულარიზაციის პასუხად, ავსტრიელმა მწერალმა და ჟურნალისტმა ჰუტო ბეტაურმა დაწერა მისი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნოველა „ქალაქი ებრაელების გარეშე“, რომელშიც სატირულად იყო ასახული ავსტრიის ახლო მომავალი, სადაც ებრაელებს ქალაქებიდან სდევნიან, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ყველა ქალაქში იწყება ქაოსი და ინგრევა ეკონომიკა. მისმა ნაწარმოებებმა და აზრებმა, მალე ის ნაცისტთა სამიზნედ აქცია. ერთ დღეს, ნაცისტური პარტიის ახალგაზრდა წევრმა ოტო როსთოკმა ის მოკლა. მან მკვლელობის მიზეზად დაასახელა გერმანული კულტურის გადარჩენა. ოტო გიჟად მონათლეს და 2 წლის შემდეგ აზილიუმიდანაც გაათავისუფლეს. სწორედ ოპოზიციის დაშოშმინებით, რეპრესიებით და პროპაგანდით 1933 წელს ნაცისტებმა მიაღწიეს ნანატრ მიზანს და ხელისუფლებაში მოვიდნენ.
3. სალმან რუშდი - “სატანისტური ლექსები“
იმის მიუხედავად, რომ სალმან რუშდი ცოცხალია, ის შეგვიძლია მივიჩნიოთ თავისივესაკამათო და სენსიტიური ნაწარმოები მსხვერპლად. 1988 წელს რუშდიმ გამოსცა ნოველა „სატანისტური ლექსები“, სადაც ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი წინასწარმეტყველი მუჰამედის პროტოტიპია. ამ ნაწარმოებმა მუსლიმურ საზოგადოებაში გამოიწვია დიდი აღშფოთება და წიგნის გამოცემისთანავე დაიწყო დიდი საპროტესტო ტალღა. მუსლიმები რუშდის, გამომცემლებს და ყველა სხვას ვინც ამ წიგნთან იყო დაკავშირებული სიკვდილით ემუქრებოდნენ. ირანის მმართველმაღიად დაგმო წიგნი და გამოსცა ბრძანება, რის მიხედვითაც უნდა მოეკლათ სალმან რუშდი. მწერლის მოკვლაზე დაწესდა 3 000 000$ ოდენობის ჯილდო, ხოლო 2012 წელს მუსლიმურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ კიდევ 500 000$ დაამატა დაწესებულ 3 მილიონს. ირანის მმართველის გაცემული ბრძანება დღემდე ძალაში რჩება .
„სატანისტური ლექსები“ ბევრ ისლამურ ქვეყანაში აიკრძალა, ხოლო რუშდი, 10 წლით გადაიმალა. 2022 წლის 12 აგვისტოს ნიუ იორკში ერთ-ერთი ლექციის დროს, მუსლიმმა ფანატმა მას დანით 10-მდე დაზიანება მიაყენა მუცლის,სახისა და კისრის არეში.
ირანულმა გაზეთებმა თავდამსხმელის ქმედება შეაფასეს როგორც, ღვთიური შურისძიება. მწერალი გადარჩა, მაგრამ არსებობდა საფრთხე, რომ მას დაეკარგა ერთი თვალი, რაზეც ირანის სახელმწიფო არხმა აგრესიული განცხადება გააკეთა - „სატანა ერთი თვალით დაბრმავდა“.
ირანი თავდამსხმელთან კავშირს უარყოფს.
მწერლები და ჟურნალისტები იჩაგრებიან იქ, სადაც ებრძვიან აზრსა და სიმართლეს.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
https://www.bbc.com/news/world-us-canada-62546469
https://www.barnesandnoble.com/blog/5-writers-who-were-probably-killed-because-of-their-books/
https://www.bbc.com/news/entertainment-arts-62523259
0
0