მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ, ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება - დევი ტაბიძე
08/01/2022
19:58
საზოგადოება
A-
+A
ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა - პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით. მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა", - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დევი ტაბიძე განმარტავს, საზეიმო დღეები ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას გაზრდის.
„რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა",- განმარტავს ტაბიძე.
მისივე თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ომიკრონი" კორონავირუსის დასასრულია.
„მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი" იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება",- განმარტავს ტაბიძე.
0
0
383
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%