12/08/2023
15:50
კულტურა
გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ქეთი დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელობას ულოცავს.
მისი თქმით, იშვიათად შეხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი.
"ქეთი დუმბაძეს ადრეული ახალაგაზრდობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას ის ჩემი ყრმობის მეგობარის, მაგრამ ამჟამად ეს არ არის მთავარი! ღირსშესანიშნავია ის რომ იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი, ქეთი გააბრაზო და მით უფრო წყობიდან გამოიყვანო წარმოუდგენელი მგონია...ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა, მარტო მისი "ცოცხალი წიგნები" რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, ვუსურვო წარმატება, ვიცი რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევს თავს, ისიც ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ქეთი ერთი წამით არ შედრკება და აიცრუებს გულს, რადგან ქეთის მამა, დიდი ნოდარ დუმბაძე წერდა: " სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული" ჰოდა ამ გაჭირვებაში მტკიცედ დექ ჩემო ძვირფასო მეგობარო,"- წერს კალანდია.
ცნობისთვის, ქეთი დუმბაძის წინააღმდეგ მწერალთა ნაწილმა ღიად გამოხატა პროტესტი.
ამასთან, მწერალთა სახლმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, მათთვის მიუღებელია ქეთი დუმბაძის კანდიდატურა ხელმძღვანელის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024