23/04/2023
14:01
სპორტი
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო ისტორიას ჰყვება.
“გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბადანტეები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება – იცნობთ „ხვუიჩა კუარაცხელიას“? ეს არასწორად ნათქვამი გვარ-სახელიც კი მიხარებს გულს. ვიწყებ ჩემი “კვარახჭინა” იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილია-მეთქი (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს). ახლა ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად ვიყავი (10€) და იქ მომუშავე პატარა ბიჭმა ფული არ გადამახდევინა. მადლობა რომ გადავუხადე, მიპასუხა – მადლობა ხვიჩა კვარაცხელიასო. წარმატებები ხვიჩას და მადლობა”, - ამბობს ემიგრანტი geosportnews.ge-სთან.
0
0