24/10/2024
17:53
მსოფლიო
უკრაინაში მშვიდობა გვჭირდება, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მთელ მსოფლიოში მშვიდობა გვჭირდება. ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვჭირდება. სამართლიანი მშვიდობა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად მსოფლიოს მშვიდობა ღაზაში, ლიბანსა და სუდანშიც სჭირდება.
„ყველა კონფლიქტი გაერო-ს წესდების ღირებულებების, კანონის უზენაესობის პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობისა და ყველა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ ერთგულების დაცვით უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
შეგახსენებთ, რუსეთში, BRICS-ის სამიტში გაერო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში ომის დამნაშავე პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ.
0
0