26/10/2024
14:31
არჩევნები 2024
მთაწმინდის მე-16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მწყობრიდან გამოვიდა სამივე ხმის მთვლელი აპარატი - ვაკის მე-14 საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი აპარატები პერიოდულად გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც ფერხდებოდა კენჭისყრის პროცესი, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცა.
მან 14:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეიმჩნევა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევები სიმრავლე“.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე „სამართლიან არჩევნებს“ საარჩევნო უბნებზე 34, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარი აქვს შეტანილი. ამასთან, ჩანაწერთა წიგნში გაკეთებულია 22 შენიშვნა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კენჭისყრის პროცესში შეიმჩნევა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევები სიმრავლე. მათ შორის, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის და მათზე ფიზიკური ძალადობის, ამომრჩეველთა მობილიზების, ელექტრონული აპარატების ხარვეზების არა ერთი შემთხვევა.
მარნეულის საარჩევნო ოლქში, 69-ზე უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, ამბროლაურის მე-18 უბანზე კი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ორჯერ მისცა ხმა. საარჩევნო უბნის მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში შეინიშნებოდა არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის, პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც,“ - განაცხადა დოლიძემ.
0
0