28/11/2024
23:12
საზოგადოება
ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიერ წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, რუსებო“.
ადგილზე არიან სამართალდამცავები, რომლებიც შენობაში შესასვლელებს იცავენ და ცდილობენ, გაიყვანონ ტერიტორიიდან პროტესტის მონაწილეები.
„ ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავუშვებთ საბოლოოდ ხელისუფლების მიერ ევროკავშირზე უარის თქმას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე სტიკერები წარწერით “ დაიბრუნე შენი ხმა“ გააკრეს , რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე მყოფ პოლიციელებთან.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0