22/10/2021
16:01
საზოგადოება
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მთავრობის კრიზისული და პოსკრიზისული მენეჯმენტის მაღალ ეფექტურობაზე და მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის ნარატივს ქართული ოცნების წარუმატებელ მმართველობაზე. საქართველოს მთავრობის შეფასება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი შვეიცარიულ-სამხრეთ კორეულმა ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა, რომელიც მდგრადი განვითარებისა და მართვის კონსალტინგის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ნიშანდობლივია, რომ ინდექსი ეფუძნება რა მსოფლიო ბანკის, გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს, საბოლოოდ ფასდება 5 ფაქტორის მიხედვით ისეთი 15 კრიტერიმით:
• სოლიდარული მმართველობა, სახელმწიფო სერვისები, ინვესტიციები, გზები და რკინიგზა,
• საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა, ბიზნეს გარემო და სექტორული განვითარება,
• კორუფცია და მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია, ასევე
• ფინანსური მდგრადობა და ფინანსური შოკების გავლენა ეკონომიკაზე.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს, 100%-იანი სკალით, 62%-ი პროცენტული მაჩვენებლით, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. მისი თქმით, რეიტინგში საქართველომ გაუსწრო არა მხოლოდ რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ა.შ.
„ეს ის კრიტერიუმებია, რაზეც ოპოზიცია და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერი ე.წ მეინსტრომული მედიიდან მუდმივად აპელირებს მთავრობის არაეფექტურ მმართველობაზე, განსაკუთრებით ანტიკრიზისული მენეჯმენტის და კორუფციის თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
0
0