31/01/2022
15:13
მსოფლიო
ბრაზილიის, ინდონეზიის, ვიეტნამისა და კოლუმბიის ყავის მწარმოებელ რეგიონებში ამ მცენარის პლანტაციები 2050 წლისთვის "დაახლოებით 50%-ით - შემცირდება".
მაღალი ტემპერატურის მიმართ ყავა ყველაზე მგრძნობიარე მცენარეული კულტურაა. კვლევის ავტორების თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც, ძირითადად, ყავის დომინანტური ჯიში - „არაბიკა“ - იწარმოება, მოსავლის მოსაყვანად ვარგისი პირობები 2050 წლისთვის მკვეთრად შემცირდება - ბრაზილიაში - 76%-ით, კოლუმბიაში - 63%-ით. თუმცა, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთსა და ახალ ზელანდიაში ტერიტორიების დიდი ნაწილი ყავის კულტურის გასავითარებლად უფრო შესაფერისი გახდება.
„ამ დომინანტი მცენარეული კულტურის მთავარი მწარმოებელი რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია ცვალებად პირობებთან შესაბამისი ფერმერული სისტემების შემუშავება. ხოლო, 10 წლის ფარგლებში, მსოფლიოში 17%-ით გაიზრდება ის ადგილები, რომლებიც შესაფერისია კეშიუს მოსავლის მოსაყვანად. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ძირითადი ფულადი შემოსავალი ამჟამად დამოკიდებულია კეშიუზე, ეს სიახლე კარგი არ არის. ტემპერატურის ყველაზე დაბალი მოდელირებული ზრდის პირობებში, ინდოეთი კარგავს მოსავლის მოყვანისთვის ვარგის მნიშვნელოვან ზონებს, ხოლო ბენინი - ტერიტორიების ნახევარს“, - თქვა ციურიხის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარმა, რომან გრუტერმა.
თუმცა, კვლევის ავტორები შეშფოთებულნი არიან, რადგან ახალ რეგიონებში ამ კულტურების განვითარებისთვის უფრო მეტი ტყე გარდაიქმნება სასოფლო-სამეურნეო მიწად ან ინვაზიური სახეობები გავრცელდება.
„ამ ცვალებად პროცესებში საჭიროა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ჩართულობა,“ - თქვა რომან გრუტერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კულტურების ამჟამინდელი მწარმოებლებისთვის ტემპერატურის ცვალებადობას შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს, არსებობს რამდენიმე გზა, რამაც შეიძლება შეამსუბუქოს კლიმატის ცვლილები.
„შესაძლებელია, რომ ავოკადოს მწარმოებელ ზოგიერთ რეგიონში ხელსაყრელი იყოს ავოკადოს გენეტიკური ცვალებადობის გამოყენება. ამ სახეობას სამი „რასის“ განსხვავებული გეოგრაფიული წარმომავლობა აქვს, შესაბამისად, ის საკმაოდ „მოქნილი“ ხდება სხვადასხვა კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის თვალსაზრისით. ასევე არსებობს ადგილობრივი ადაპტაცია და მართვის ახალი ალტერნატივები, როგორიცაა ბიოსტიმულატორებსა და ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტების გამოყენება, როგორც ძირითადი კომპონენტი ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზემოქმედების შესამცირებლად“, - თქვა კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარმა, ხოაკინ გილერმო რამირეს გილმა.
0
0