22/10/2021
16:20
საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიაში პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს უნდა მიენიჭოთ. „მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალოდ, ყოველ ხუთ ჯანდაცვის მუშაკს შორის ორი სრულად არის ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, ეს საშუალო მაჩვენებელი ნიღბავს უზარმაზარ განსხვავებებს სხვადასხვა რეგიონებს შორის. აფრიკაში ყოველ ათ ჯანდაცვის მუშაკზე ერთზე ნაკლები სრულად ვაქცინირებული პირი მოდის, მაშინ, როცა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების 80%-ი სრულადაა ვაქცინირებული,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, იმაში, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მილიონობით ჯანდაცვის მუშაკი აუცრელია, ის ქვეყნები და კომპანიები არიან დამნაშავეები, რომლებიც ვაქცინების გლობალურად განაწილებას აკონტროლებენ.
0
0