17/10/2024
15:28
მსოფლიო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, 1 მილიარდზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს.
„კონფლიქტურ ზონებში სანიტარიის, კვების, ელექტროენერგიასა და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვნად მძიმე პრობლემებია. 112 ქვეყანაში, 6,3 მილიარდ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1,1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში, მათგან 455 მილიონი - კონფლიქტურ ზონაშია.
ბოლო წლებში, კონფლიქტები გაძლიერდა და გამრავლდა, რის შედეგადაც, მსხვერპლის ახალი რაოდენობა რეკორდულად გაზრდილია, გადასახლდა მილიონობით ადამიანი და ფართოდ შეფერხებულია საარსებო წყაროს უზრუნველყოფა. სიღარიბის ინდექსის შემცირება კონფლიქტურ გარემოში უფრო ნელდება. ჩვენ ვერ დავასრულებთ სიღარიბეს მშვიდობის უზრუნველყოფაში ინვესტიციის ჩადების გარეშე,” - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა აჩიმ შტაინერმა.
ახალი ანგარიშის თანახმად, 584 მილიონი 18 წლამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეს განიცდის, რაც მთელ მსოფლიოს ბავშვების 27,9%-ს, ხოლო ზრდასრულთა 13,5%-ს შეადგენს.
ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კონფლიქტურ ზონებში 8%-ია, ხოლო მშვიდობიან ქვეყნებში - 1,1%.
„მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა - 83.2% - სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს. ასევე, ავღანელების თითქმის ორი მესამედი [5.3 მილიონი ადამიანი] ღარიბად ითვლება. ინდოეთში - 1,4 მილიარდიდან 234 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურესად ღარიბია, მას მოჰყვება პაკისტანი, ეთიოპია, ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
0
0