10/10/2024
11:39
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში მოქმედი მედია კომპანიის Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ოქსფორდის უნივერსიტეტი კვლავ საუკეთესოდ დასახელდა. უნივერსიტეტი პირველ ადგილს, ზედიზედ მე-9 წელია, ინარჩუნებს.
THE Rankings 2025-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურობის გაუმჯობესება განაპირობა სექტორიდან მიღებული შემოსავლისა და გაცემული დიპლომების რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ, ასევე სწავლების უფრო მაღალმა ხარისხმა.
„მე-2 ადგილზე მყოფი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი აშშ-ში ამჟამად ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტად ითვლება. მან ჩაანაცვლა სტენფორდის უნივერსიტეტი, რომელმაც მე-2-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ. სტენფორდის რეიტინგის დაცემა გამოწვეულია სწავლების ხარისხის, კვლევებისთვის არახელსაყრელი გარემოსა და საერთაშორისო პერსპექტივის შემცირებით.
ჰარვარდის უნივერსიტეტი მე-4-დან მე-3 ადგილზე გადავიდა, ხოლო პრინსტონის უნივერსიტეტი - მე-6-დან მე-4-ზე. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში კვლავ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები ლიდერობს, ორივე ქვეყანაში, კვლევებისა და სწავლების თვალსაზრისით, მათი რეპუტაციის მკვეთრი ვარდნა შეინიშნება,“ - ნათქვამია THE Rankings 2025-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი-2025: ტოპ-10 უნივერსიტეტი
1. ოქსფორდის უნივერსიტეტი
2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
3. ჰარვარდის უნივერსიტეტი
4. პრინსტონის უნივერსიტეტი
5. კემბრიჯის უნივერსიტეტი
6. სტენფორდის უნივერსიტეტი
7. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
8. კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)
9. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი
10. იელის უნივერსიტეტი
0
0