06/07/2024
22:55
სპორტი
მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ამოწმებს. ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, შედეგები ჯერ ცნობილი არაა, რადგან პროცესი არ დასრულებულა.
ნაკრების მწვრთნელმა კონფიდენციალური უწოდა მიზეზს, რატომაც ფიჯისთან გუშინდელი დაპირისპირება კაპიტანმა გამოტოვა.
რიჩარდ კოკერილს გამოცემა "ბათუმელებმა" ჰკითხა, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ზაფხულის ტესტმატჩის პირველ შეხვედრაში მერაბ შარიქაძემ. მწვრთნელს ჟურნალისტმა ასევე უთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო. კოკერილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ თქვა, რომ ეს სერიოზული საკითხია და მას საქართველოში იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ განიხილავენ. ბორჯღალოსნები მორიგ მატჩში 13 ივლისს სწორედ იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
"გარკვეული მიზეზების გამო მერაბ შარიქაძე არ იყო ჩვენთან ერთად, ეს მიზეზების კონფიდენციალურია. ეს სერიოზული საკითხია და მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ განიხილავენ", - თქვა მწვრთნელმა ფიჯისთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და ფიჯის შორის მატჩის 5 ივლისს შედგა და ანგარიშით 12:21 დასრულდა, საქართველოს მარცხით.
შეხვედრა ბათუმში გაიმართა. კაპიტნის გარდა მატჩის მონაწილეობა კიდევ რამდენიმე მორაგბეს არ მიუღია.
0
0