11/05/2023
11:07
სპორტი
დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს მედლების მოპოვებას ორი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება – 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი ან ტაჯიკ უსტუპირიონს, ან ახალ ზელანდიელ ვალისს შეხვდება. იაპონელი სანშირო მურაო A ჯგუფში გამოდის და არ არის გამორიცხული, 1/2-ფინალში ქართულ-იაპონური დაპირისპირება ვიხილოთ.
ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი, ლუკა მაისურაძე პირველ ეტაპს გამოტოვებს, მეორე წრეში კი უნგრელ გოზს ან მონღოლ განტულგას შეხვდება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან. წინასწარი შეხვედრები თბილისი დროით 11:30, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ). დაიკავა.
0
0