31/05/2022
15:22
ეკონომიკა
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 პროცენტიდან 2.5 პროცენტამდე შეამცირეს.
თუმცა, სებასტიან მოლინეუსის განმარტებით, პირველ კვარტალში საკმაოდ კარგი ზრდის ტემპი დაფიქსირდა, რის გამოც ხელახლა დგინდება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
სებასტიან მოლინეუსი ამბობს, რომ საქართველოში კვლავ 5.5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ.
„ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირების მიზეზი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა უკრაინაში ომის გამო, ასევე სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხიდან, მათ შორის გადმორიცხვებიდან, მაღალი ინფლაციიდან და ვაჭრობაზე მიყენებული დარტყმიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა წარმოუდგენელი გამძლეობა და სიმყარე. ჩვენ ვნახეთ პირველ კვარტალში საკმაოდ კარგი ზრდის ტემპი, რის გამოც ახლა ხელახლა ვადგენთ ამ წლის ზრდის ტემპს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოში ეკონომიკა გაიზრდება 5.5 პროცენტით, რაც წლის დასაწყისში იყო ნავარაუდები“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
0
0