05/10/2022
11:55
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
დეტალურ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის აღნიშნულ ანგარიშში მოცემული პროგნოზებისა და მიგნებების შესახებ, გაეცანით რეგიონულ პრესრელიზში (მიბმულ ფაილებში იხილეთ პრესრელიზი ქართულ და ინგლისურ ენაზე), ასევე თავად ანგარიშში შემდეგ ბმულზე - LINK.
გარდა ამისა, გიზიარებთ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსის ვიდეო კომენტარს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შესახებ - ვიდეო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან - LINK (აქვეა ატვირთული გადაფარვის კადრებიც). სებასტიან მოლინეუსის ვიდეო კომენტარის ინგლისური ტრასნკრიპტი და მისი ქართული თარგმანი ასევე იხილეთ მიბმულ ფაილში.
ქვევით კი, მოკლედ მოგაწვდით ინფორმაციას (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შესახებ:
სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება - რაც უსწრაფესია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.
წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. აღნიშნულს ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის აღდგენამ და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის ზრდამ.
2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება სავარაუდოდ 4.2 პროცენტამდე, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებას და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას.
2023 წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას.
0
0