მრცხვენია და ვწუხვარ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - დმიტრი მურატოვი
24/02/2022
16:26
კონფლიქტები
A-
+A
მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ [Novaya Gazeta] მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა, განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები "გლოვობენ" უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
„ვწუხვართ და გვრცხვენია კიდეც!“ – განაცხადა დმიტრი მურატოვმა.
ჟურნალისტი პუტინს ადანაშაულებს "ბირთვული ღილაკით თამაშის გამო, თითქოს ეს ძვირადღირებული მანქანის გასაღებია" და შეკითხვით მიმართავს: "რა იქნება შემდეგი მოქმედება - ატომური დარტყმა?"
„მთავარსარდალი ბირთვულ ღილაკს ძვირადღირებული ავტომობილის გასაღებივით ატრიალებს. სხვაგვარად ვერ განვმარტავ ვლადიმერ პუტინის სიტყვებს „შურისძიების იარაღზე“. ვაპირებთ, რომ „ნოვაია გაზეტას“ [Novaya Gazeta] შემდეგი გამოცემა რუსულ და უკრაინულ ენებზე გამოვაქვეყნოთ, რადგან ჩვენ არასდროს მივიჩნევთ უკრაინას მტრად, ხოლო უკრაინულ ენას - მტრის ენად," - განაცხადა დმიტრი მურატოვმა.
0
0
489
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%