05/07/2023
21:02
მედიცინა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.
აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“, საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს. ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
,,აკრედიტაცია კანადას" წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ აკრედიტაციის პროცესი აჭარიდან დაიწყო.
„ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. ოთხი დაწესებულება არის ბათუმში.
ვიმყოფები ბათუმში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დავიწყეთ კლინიკების აკრედიტაციის პროცესი, რომელიც არ არის იოლი.
ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს, გაიარონ ტრენინგები და სწავლება, იგივე ინფრასტრუქტურის თუ სხვა მიმართულებით...“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
0
0