მოხარულები ვართ, რომ აქ გხედავთ, თავისუფალს და ვერც კი ვბედავ წარმოდგენას, რა განიცადე - ემანუელ მაკრონი მელიტოპოლის მერს
01/04/2022
22:11
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერს ივან ფედოროვს პარიზში, ელისეის სასახლეში შეხვდა.
ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მიღებისას, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადას ოთხი დეპუტატიც ესწრებოდა, მაკრონმა პირობა დადო, რომ კრემლის შეჭრის ფონზე, კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს .
„მოხარულები ვართ, რომ აქ გხედავთ, თავისუფალს და ვერც კი ვბედავ წარმოდგენას, რა განიცადე, ყველა აღელვებულები ვიყავით, როცა გაგიტაცეს“, - უთხრა მელიტოპოლის მერს საფრანგეთის ლიდერმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ივან ფედოროვი რუსმა ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მის გათავისუფლებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
მაკრონმა მელიტოპოლის მერთან შეხვედრის შესახებ “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც დაწერა.
0
0
413
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%