09/08/2024
13:44
კონფლიქტები
მოხალისეები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან კურსკის რაიონში განლაგდნენ, სადაც უკრაინის არმია უკვე მეოთხე დღეა ახორციელებს ბრძოლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების შემოჭრის მოგერიების მცდელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გრძელდება“.
„უზენაესმა მთავარსარდალი (პუტინი – რედ.) კურსკის რეგიონის მხარდაჭერის მოწოდებუით გამოვიდა. დიდი ხანი არ დაგჭირდებათ ჩვენ დასაძახებლად. ჩვენ მოვედით დასახმარებლად“, - ნათქვამია „დონბასის ველური დივიზიის“ შეტყობინებაში, რომლის მეთაური აფხაზი „მებრძოლი“ ახრა ავიძბაა.
”სარმატის ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის „დონბასის ველური დივიზიის ნაწილი“, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება“, - ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსური ბატალიონის ინფორმაციაში.
სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
0
0