04/02/2022
14:26
სამართალი
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოსამართლეს მიმართა, რომ სათანადო მკურნალობის ჩატარება პენიტენციურ დაწესებულებისათვის დაევალებინა, თუმცა მსგავს გადაწყვეტილებას სასამართლო თავის უფლებამოსილებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ვერ იღებს.
,,არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლოს გაუჩნდება ეჭვი, რომ ბრალდებულის მიმართ ხორციელდება არაადამიანური მოპყრობა, მიმართოს შესაბამის ორგანოებს. ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გაუჩნდებოდა თუ არა ეს ეჭვი სასამართლოს, გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო, ჩვენ ვნახეთ, რომ მან ეს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმეები და კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილი კანონიერად სახელმწიფოში არ შემოსულა, მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ეს დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევაც მომდევნო პროცესებზეც გაგრძელდება. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი „აქ არის, მაგრამ არ არის აქ“, აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი პოზიცია. რაც შეეხება არგუმენტს, რომ არ შეიძლება დავსაჯოთ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი, ამაზე არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნა და ბრალი აქვს წარდგენილი, შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ამ ბრალზე უნდა ისაუბრონ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024