11/11/2021
17:30
პოლიტიკა
„მივესალმები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი წინ უფრო მეტად შეთანხმებული გამოსავლის პოვნისკენ. როგორც ვიცით, ეს შუალედური ღონისძიება შეიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, კერძოდ, მოუწოდებს სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და პარალელურად შეიცავს ხელისუფლებისადმი სავალდებულო მოწოდებას, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა, რომ მან მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ანგარიში უნდა გაეგზავნოს 24 ნოემბრამდე. ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც იმედი მაქვს, მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, როდესაც გარკვეული ძირითად საკითხები წინ წაიწევს, მათ შორის შესაძლო ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებიც ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება. მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად მის შესასრულებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
0
0