02/12/2022
15:04
სამართალი
"საფარის" განცხადებით, მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა.
საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. მათგან ორის ინტერესებს "საფარის" იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა.
"მოზარდი გოგონები 12 და 13 წლისები არინ. მათ დაზარალებულის სტატუსი საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ, 2022 წლის მარტში მიიღეს. მას შემდეგ „საფარის“ შუამდგომლობით არაერთი საგამოძიებიო მოქმედება ჩატარდა.
სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით", - წერის "საფარი".
0
0