05/06/2024
18:53
სამართალი
მოსკოვის სასამართლომ ირანის მოქალაქე 50 ათასი რუბლით (560 აშშ დოლარი) დააჯარიმა რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლის მიხედვით.
ოქმის შედგენის საბაბი გახდა ის, რომ ირანელ ხოსი ხიდარის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ეცვა სვიტრი, რომელზეც უკრაინის გერბი და დროშა იყო გამოსახული. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი ვ სუდ“ იტყობინება.
მანამდე მოსკოვის ცენტრში 30 წლის ირანელი ტურისტის დაკავების შესახებ იტყობინებოდა ტელეგრამის არხი Astra. გამოცემის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცი მოსკოვის ცენტრში დასეირნობდა Balenciaga-ს სვიტშოტით, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი კოლექციიდან იყო. წარწერა შეიცავდა მოწოდებას, დაეხმარონ უკრაინელებს.
ირანელი ტურისტი მიიყვანეს „კიტაი-გოროდის“ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მის წინააღმდეგ შეადგინეს ადმინისტრაციული ოქმი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით.
2022 წლის ზაფხულში Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა უკრაინული ფანდრაიზერული პლატფორმა United24-ის ელჩი და სვიტრი შექმნა უკრაინის მხარდასაჭერად.
მისი გაყიდვიდან შესული მთელი თანხა გადაეცემათ ლტოლვილებს, ასევე პროექტს „უკრაინის აღდგენა“.
0
0