23/07/2022
11:59
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული სამთავრო მედია ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა გორდონის წინააღმდეგ საქმე მარტში აღძრეს ომისკენ მოწოდების, სიძულვილის გაღვივებისა და რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ეს უკანასკნელი რუსეთში დასჯადი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა.
"მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გორდონ დიმიტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის (...) 2 თვის ვადით, ათვლა რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადირების მომენტიდან დაიწყება... ფედერაციაში, ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი დაკავების მომენტიდან", - აცხადებენ სასამართლოში.
19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა.
საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გორდონმა პირდაპირი ეთერით მოუწოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ. ასევე, რუსეთში ამტკიცებს, რომ გორდონმა "ყალბი ინფორმაცია" გაავრცელა იმის შესახებ, რომ რუსები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.
0
0