22/05/2023
16:23
ეკონომიკა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსეთთან პირდაპირი ფრენის უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ივნისიდან ავიაკომპანია Red Wings-ი მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის და საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას.
Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით ფრენები, 2 ივნისიდან, ასევე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.
0
0