22/12/2022
12:08
სამართალი
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.
მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ ქართულად ესაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი „ქართულს ფლობს, თანაც ძალიან კარგად“.
„ბატონო მიხეილ, თქვენ კი ხართ უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფლობთ ქართულ ენას, სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ. მე არ ვიცი უკრაინული ენა“, - განუცხადა არევაძემ სააკაშვილს.
აღნიშნულის გამო, მოსამართლის გადაწყვეტილებით სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან დროებით გათიშეს, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. რამდენიმე წუთით პროცესიც შეწყდა.
საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინულიდან დარბაზში მყოფი უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელი გადათარგმნის.
ცნობისთვის, სასამართლოს პროცესის პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024