05/07/2024
17:19
სპორტი
კრიშტიანუ რონალდოს ბრალი დასდეს რეკლამაში, რომელიც არღვევს უეფას წესებს. რიკარდო ფორტი, Visa-სა და Coca-Cola-ს საერთაშორისო სპონსორების ყოფილი ხელმძღვანელი, ამტკიცებს, რომ რონალდო, რომელიც ფიტნეს კომპანია WHOOP-თან თანამშრომლობს, არღვევს უეფას წესებს.
საუბარია WHOOP-ის პუბლიკაციაზე, რომელიც ავრცელებს მონაცემებს ფიტნეს მოწყობილობაზე, რომელიც აკონტროლებდა რონალდოს მდგომარეობას ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში პორტუგალია-სლოვენიის მატჩის დროს.
მისით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელის პულსი 170-დან 100-მდე დაეცა დაეცა წუთში პენალტების სერიაში დარტყმამდე და 180-მდე ავიდა, როდესაც გადამწყვეტი პენალტი ბერნარდო სილვამ გაიტანა.
„კრისტიანო და WHOOP აწყობენ „ემბუშ მარკეტინგს“ (ambush marketing - პრომოუშენის მეთოდი, რომლის დროსაც კომპანია ცდილობს საკუთარი თავის ასოცირებას ღონისძიებასთან, მისი სპონსორის გარეშე - რედ.) ევრო 2024-ზე.
ეს უკანონოა. ფეხბურთელიც და კომპანიაც უნდა დაჯარიმდეს. პოსტში აღწერილია უეფა-ს მატჩი, გამოყენებულია მოთამაშე ორი ეროვნული გუნდის სახელები, ანგარიში და მოედანზე მოთამაშის სახელი. ისინი მოვლენასთან კავშირს გულისხმობენ და ეს უკანონოა - წერს ფორტი სოციალურ ქსელში.
0
0