22/10/2024
22:52
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მონაწილეობდნენ.
„ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან! პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, „ძლიერი საქართველოდან“ - დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე ფოტო).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia - გამოიკვლიეთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები, აქვე მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლონ და საკუთარ ანგარიშებში ასახონ ჩვენს მიერ მხილებული საარჩევნო დარღვევები“, - წერს კოდუა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024