17/09/2024
12:58
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მორალის პოლიცია ქალებს ჰიჯაბის სავალდებულო ტარებისთვის აღარ „შეაწუხებს“.
„მორალის პოლიცია ქალებს ქუჩაში აღარ უნდა დაუპირისპირდეს და აღარ უნდა ზღუდავდეს მათ უფლებებს. მე გავაკონტროლებ, რომ ისინი [ქალები] აღარ შეაწუხონ", - თქვა პეზეშკიანმა ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში საუბრისას.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, გაერომ განაცხადა, რომ ირანელი ქალები ე.წ. დრესკოდის დარღვევის გამო სასტიკად ისჯებიან. ირანში გაეროს მისიამ ასევე აღნიშნა, რომ ქალები „ჯერ კიდევ იმ სისტემაში ცხოვრობენ, რომელიც მათ დაჩაგრული კლასის მოქალაქეებად აქცევს“.
პეზეშკიანმა კომენტარი 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის ორი წლის თავზე გააკეთა. ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის [თავსაბურავის] არასწორად ტარების გამო დააკავეს, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მასუდ პეზეშკიანმა, რომელმაც ავიაკატასტროფაში დაღუპული ულტრაკონსერვატორი ებრაჰიმ რაისი შეცვალა, ივლისში თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა.
0
0