28/11/2022
13:49
სამართალი
ცხრამუხის დედათა მონასტერში ძარცვისა და გაუპატიურების გამო დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - ამის შესახებ ბრალდებულების მონახულების შემდეგ მათმა ადვოკატმა ისაუბრა.
"ორივემ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ წარგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, სსაუბრისგან თავი შეიკავეს, მათ შორის, ჩვენების მიცემისგან. ისარგებლეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ამის საფუძველზე გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, დასაბუთებული ვარაუდის დონეზე გამოძიება ფიქრობს, რომ კონკრეტული მუხლებით მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული. საქმეში არის დაზარალებული ჩვენება". - ამბობს სახაზინო ადვოკატი.
შემთხვევა დედათა მონასტერში 26 ნოემბერს მოხდა. მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ უცნობებს მონაზონმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და გააუპატიურეს. 70 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობს. საქმეზე შსს-მ წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".
0
0